საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგის განახლების გზების გამონახვასთან დაკავშირებით ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისათვის.