ზურაბიშვილი: ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპამ ამ რეზოლუციის მიღებით საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

„ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები, რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ განიცდიან“, – წერს ზურაბიშვილი.

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დღეს 495 ხმით დაამტკიცა.