ზურაბიშვილი: ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო - ევროპული

პუბლიკა

„თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლება. არ არსებობს ხელოვნება, კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არსებობს.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების. იმიტომ, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.