საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას ზურაბიშვილმა პრეზიდენტებთან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილა.
„ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მოლდოვა დგას ყველა ქართველის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, – დაწერა მაია სანდუმ X-ზე.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის შესახებ ქართველი ერი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
„ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – წერს დუდა.