ზურაბიშვილი: ოხ, საკვირველებავ, დღეს მივიღე ელჩების შვიდი წარდგენა

პუბლიკა

პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბაქრაძეზე მისი მოსაზრებები არ იქნება მოსმენილი, ამიტომ გადაწყვიტა, რომ შეფერხება არ ყოფილიყო და დანიშვნას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ელჩის დანიშვნის დროს საჭიროა მისი კანდიდატურის განხილვა კონფიდენციალურ ფორმატში და ეს პროცედურა გათვალისწინებულია სამართლებრივი ტექსტებით.

„ეს გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით, არ დავიწყებ ახლა წაკითხვას, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს და ეს წარდგენა უნდა იყოს კონფიდენციალური და შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში.

შემდეგ როცა დასრულდება ეს კონსულტაცია, მერე მოდის ის ძალიან ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და რომელსაც მე გუშინ ხელი მოვაწერე.

ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ, რომ აქამდე ვიდრე მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაერო-ს გენასაბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენასაბლეაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას ერთი მხრივ დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო.

„თუმცა ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა, ისე, რომ არც ერთი საიდუმლო კონსულტაცია არ ჩატარებულა.

დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი.

ტექსტები, არსებული პრაქტიკა და კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს, ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.