ზურაბიშვილი რუსეთიდან მიგრაციაზე: სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური

პუბლიკა

17 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთიდან მასობრივი მიგრაციაა.

“ასევე, კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთიდან მასიური მიგრაციაა. ეს გამოწვევა, გარკვეულწილად, შესაძლებლობაა, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს გახსნილი საზღვრები, განსაკუთრებით წარმოშობით ქართველებისათვის, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.