საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ბრიტანულ ცენტრში, Chatham House-ში ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური ლიდერი უწოდა.
ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც „ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას, რაც არ იყო პრობლემა მანამდე. და საჭიროებას, რომ ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.
ის, რომ ეს არჩევნების დროს ხდება, იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს…”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ყველა რეჟიმი, რომელიც დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, ერთნაირად ასრულებს”.
„30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს [საქართველოსთვის], არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ცხადად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს. შეიძლება, იყვნენ სხვადასხვა ოლიგარქები, მაგრამ არ იყოს ერთი ვერტიკალი. და ეს გარკვეულწილად პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილისვე თქმით, 2024 წლის არჩევნები იქნება პასუხი კითხვაზე, ევროპა კი, თუ ევროპა – არა.