ზურაბიშვილი: შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს 

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს!

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”. – დაწერა მან ფეისბუქზე.

საქართველოში 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმეტესობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი შობას 7 იანვარს აღნიშნავს. 25 დეკემბერს ქრისტეშობას 11 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს:

კონსტანტინოპოლის; ალექსანდრიის; ანტიოქიის; საბერძნეთის; კვიპროსის; რუმინეთის; ბულგარეთის; ალბანეთის; ჩეხეთ-სლოვაკეთის; ამერიკის და ახლა უკვე უკრაინის.

7 იანვარს შობას 5 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:

საქართველოს; იერუსალიმის; რუსეთის; სერბეთის; პოლონეთის.