პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ქარტიის” ხელმომწერი პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, ის მათ გვერდით იქნება, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის უზრუნველყოფის პროცესში. ამის შესახებ მან გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ არჩევნებს, მე სავარაუდოდ მათ გვერდით ვიქნები, რათა ეს ქარტია მომდევნო ევროპულ საბჭოზე მივიტანო და უზრუნველვყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერი პოზიციაზე – ეს ჯერ კიდევ საჭიროებს განსაზღვრას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
გამოცემასთან მან ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების” კურსი, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ეს გაუგებარია.
„საქართველოს მთლიანი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი რისკი მომდინარეობს რუსეთისგან. ომის რისკი იზრდება მაშინ, როცა საქართველოს იზოლირებულია მისი პარტნიორებისგან, როცა მარტოა, დაყოფილია და სუსტია. არ მაქვს ლოგიკური, რაციონალური ახსნა ამასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
მან ისაუბრა მმართველი პარტიის დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და უფრო გაძლიერდა”.