ზურაბიშვილი: ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს, ცალსახად დავგმე ტერორიზმი

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს, მირი რეგევს ელაპარაკა.

პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა:

„ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლდარობა ისრაელის ძალისხმევასთან, დაიცვას თავი ტერორისტებისგან. გამოთქვი იმედი, რომ ტყვეები მალე გათავისუფლდებიან და წავახალისე სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით ქალებისა ბავშვების უსაფრთხოებას”.

 

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. დაიღუპა 1400-მდე ადამიანი, გატაცებულია 200-ზე მეტი.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

პასუხად, ისრაელის დაბომბვების შედეგად, დაიხოცა 11 000-ზე მეტი პალესტინელი მათ შორის, 4 600-ზე მეტი ბავშვი და 3100-ზე მეტი ქალი.