პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასრულდა სალომე ზურაბიშვილის და ევროპისა და ევრაზიის საკითხებშ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა.
შეხვედრამ დათქმულ დროზე მეტხანს – საათნახევარს გასტანა, რის გამოც გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.
საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.
ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში დღეს, 14 მაისს დაიწყო.
პრეზიდენტამდე ის ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
20:30 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი განცხადებას გააკეთებს.