პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, ამის არავის არ სჯერა – არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.
„უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია, რომელსაც ცუდი მსახიობები ასრულებენ. ვის სჯერა მაგის. მე მგონია, რომ ზურაბიშვილის დაქალებსაც არ სჯერათ მაგის, რომ მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, რომ პოლიტიკური სიტუაცია დაესტაბილურებინა. ჩვეულებრივი მასკარადი იყო, შოუ, სასაცილო ძალიან. ხატავდნენ სურათს, თითქოს სასამართლო არის დამოუკიდებელი, პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, ოღონდ ამის არ სჯერა არავის ნორმალურს, არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ. სამარცხვინო პეზიდენტი გვყავს, რას ვიზამთ, რაც არის ეს არის“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.