ზურაბიშვილის თქმით, პროტესტი არის გზა, ქართველებმა გამოხატონ, რომ „მათი ხმები მოიპარეს“

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა AP-სთან ინტერვიუში სანქციებზე კითხვის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ეს დასავლელ ლიდერების გადასაწყვეტია, თუმცა მისი თქმით, „არ არის იმის დროს, რომ განაახლონ ურთიერთობები ხელისუფლებასთან, რომელიც ამ ეტაპზე ლეგიტიმური არ არის”. 

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროტესტი ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც ქართველებს შეუძლიათ „გამოხატონ, რომ მათი ხმები მოიპარეს, მათი მომავალი მოიპარეს“.

საქართველოს პრეზიდენტს დღეს ინტერვიუები ექნება სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან. ის DW-სთან ინტერვიუში უკვე გამოეხმაურა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტს. DW-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ორბანის ვიზიტს იმ ფონზე, რომ უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ვიქტორ ორბანმა კი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.