ზურაბიშვილმა 2020 წელს დაგროვებითი პენსიის სახით 30 280 ევრო მიიღო

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წელს საფრანგეთის დაგროვებითი პენსიის სახით 30 280 ევრო მიიღო,  – ამის შესახებ აღნიშნულია მის დეკლარაციაში, რომელიც მან მიმდინარე წლის იანვარში შეავსო.

რაც შეეხება ხელფასს, გასულ წელს მან პრეზიდენტის ხელფასისი სახით 66 240 ლარი მიიღო.

დეკლარაციაში ასევე აღიშნულია, რომ მან 2020 წელს ჯამში 78 326 ლარი ქველმოქმედებისთვის გადარიცხა.

2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავდა.

„…ჩემთვის სრულებით საკმარისია საფრანგეთის დაგროვებითი პენსია, რომელსაც უკვე ვიღებ. შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.