საქართველოს პრეზიდენტმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინეუში, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგო.
ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ზოგადად, სოჭის გვარში 40-მდე სხვადასხვა სახეობაა, აქედან, ერთადერთი ენდემური სახეობაა საქართველოში გავრცელებული კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana).
ამ სახეობას სახელი ფინელი ზოოლოგისა და ბოტანიკოსის პროფესორ ალექსნდრა ფონ ნორდმანნას პატივსაცემად მიენიჭა. სწორედ მან აღმოაჩინა 1835 წელს ეს სახეობა ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით.