ზურაბიშვილმა თბილისის მოვლენების შესახებ შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა

პუბლიკა

პრეზიდენტის განცხადებით, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და მიმდინარე პროცესები გააცნო.

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის”. – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია”.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ სცემეს. გამოყვანილია სპეცრაზმი.

„ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა 16 აპრილს დაიწყო.