ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა.

თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) – ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში  შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი – ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე – ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი – ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი – ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე – ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი – ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია – ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.