ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს  (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესა და აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ასევე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას.

„შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.

შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა  გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.