საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი” გადასცა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა.
განცხადების მიხედივით, პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.
ადმინსიტრაციის თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.