ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონის დაპატიმრებული წევრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გადადონ ყველა საქმე და დღეს 20:00 საათზე რუსთაველზე გამოვიდნენ.
„გარწმუნებთ იქ დგომაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების თავისუფლება”. – ამბობს ის.
„რუსთაველზე წყდება საქართველოს და პოლიტიკური ტყვეების ბედი, შესაბამისად ყოველ დღეს თუ არ მოიმატა ხალხმა, დარბევა გარდაუვალია რეჟიმის მხრიდან. როგორც კი ხალხის რაოდენობა შემცირდა 12 საათს აღარ დაელოდნენ (წინა დღეებში 12 საათზე იწყებდნენ დასუფთავებას) და დაკავების მანქანებით და მკაცრი ხმის ტემბრით დაიწყეს ბრძანების გაცემა რომ გაანთავისუფლეთ სავალი ნაწილიო. პარლამენტის ზედა მხრიდან კი სირბილით ჩვენსკენ წამოვიდნენ შავნიღბიანები, რომლებიც სპეციალურად სირბილით მოდიან რომ შეაშინონ ხალხი.
ძალიან გთხოვთ ამ დროს ნუ გარბიხართ, ხომ იცით როგორები არიან, როცა გარბიხარ, მოგსდევენ. ხვალ გაცილებით მეტი თუ არ ვიქენით, რუსთაველს აღარ გადაგვაკეტინებენ და როგორც კი ამას მიაღწევენ ერთხელ მაინც მერე აღარ დათმობენ რუსთაველს.
პატიმრების მშობლებს და ოჯახის წევრებს, ყველას მოგიწოდებთ გადადეთ ყველა საქმე და 8 საათზე მაინც მოდით პარლამენტთან, გარწმუნებთ იქ დგომაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების თავისუფლება”. – წერს ზურა ცეცხლაძე.