„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები 7 ოლქში წარადგინა.
„საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
- გიორგი მორგოშია – ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი;
- კობა ძიძიგური – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქი;
- თეა ერგემლიძე – ქუთაისი საარჩევნო ოლქი – იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- თეიმურაზ წურწუმია – ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქი – ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ნატალია ძიძიგური – ბათუმის საარჩევნო ოლქი – აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- ხათუნა საგინაშვილი – ვაკის საარჩევნო ოლქი – გაზეთ „ქვაკუთხედის რედაქტორი“;
- გრიგოლ ბენიძე – გლდანის საარჩევნო ოლქი – პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.
წარდგენაზე ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო პროგრამის სამი ძირითადი მიმართულებაც დაასახელა:
ნარკოდამოკიდებულება ქვეყანაში – „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად“;
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა – „ეკლესიაზე მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა. ეს უნდა შეჩერდეს“;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები – „22-ლარიანი სუბსიდია გაიზარდოს 100 ლარამდე და დაუბეგრავი მინიმუმი გაიზარდოს 14 ათას ლარამდე“.