ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სახდელად 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სცნო სამართალდამრღვევად.
ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე გენერალური პროკურატურის შენობასთან აქცია-პერფორმანსის გამართვისას დააკავეს, როცა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ. მათ პროკურატურის ეზოში ბოტასები ისროლეს, რადგან მიიჩნევენ, რომ შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის დაბრუნებას ნიშნავს.
პოლიცია ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავებოდა.