ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - კაპანაძე

პუბლიკა

„Presa.ge-ს“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი კაპანაძე ინფორმაციას ფოტოსთან ერთად ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება 126 მუხლის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.