ტელეარხ „დოჟდის“ ინფორმაციით, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოში დააკავეს რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწე, მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც აქ 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან რუსეთის ხელისუფლება მას დევნიდა.
გამოცემის ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მათივე ვარაუდით, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რუსეთს აძლევს საშუალებასა და დროს, ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
„დოჟდის“ ინფორმაციით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეყრდნო მოსკოვიდან მიღებულ წერილს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ ტიმოფეევი „წითელი ცირკულარით“ ძებნილთა სიიდან ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში ამოიღო.
დაკავებულის ადვოკატების თქმით, ტიმოფეევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა, პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.