„ენერგოატომი“, უკრაინული სახელმწიფო კომპანია, აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებები მოაწყვეს.
სადგური რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული და „ენერგოატომის“ ცნობით, აფეთქების ადგილი სადგურის პირველი ენერგობლოკის მიმდებარედაა.
„ენერგოატომი“ წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა 4 მარტს დაიკავეს.