ყველა

პუბლიკა

„პუბლიკა“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვებს შრომით საკითხებზე

პუბლიკა

„Რამდენი წელია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არასდროს ყოფილა. თევზი წყდება, ისეთი ჯიშები წყდება, წითელ წიგნში რომ იყო შეტანილი. დაბინძურება ყველაფერზე აისახება, წყლის სისუფთავეზე, გარემოზე, ვის სიამოვნებს აქ ყოფნა - სუნი დგას ხოლმე ისეთი… რა არ მინახავს, ამ წყალს არ წამოეღოს…

გაეროს მონაცემებით 2020 წელს ქვეყანას 860 000-ზე მეტი ემიგრანტი ჰყავდა, იმავე წელს კი საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა დაახლოებით 66 000 ამომრჩეველი და საბოლოოდ, ხმა ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების მხოლოდ 1.5%-მა მისცა. ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით დაახლოებით მსგავს სურათს იძლევა, ემიგრანტები არაერთ ქალაქში უბნების დამატებას უშედეგოდ ითხოვენ, საარჩევნოდ კი ჯერ მხოლოდ 65 000 მოქალაქეა დარეგისტრირებული. რატომ ვერ ახერხებენ ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას და როგორ შეძლებთ საზღვარგარეთ ხმის მიცემას?

იაგო კაჭკაჭიშვილი

არის თუ არა ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები, რომლისკენაც, წინააღმდეგობრივი გზებით, მიემართებოდა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წელს), გარედან თავსმოხვეული, ადამიანთა ცნობიერებაში ზემოდან ჩანერგილი (ან „ჩატენილი“) პარადიგმები, თუ ესაა შინაგანი (ინტერნალიზებული) ღირებულებები, როგორც ადამიანთა ცხოვრების წესის ორგანული ნაწილი?

პუბლიკა

სასკოლო კვების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები; მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხის ხელისშემშლელი ფაქტორები; სკოლის დემოკრატიულად მართვისა და მშობელთა ჩართულობის სირთულეები , - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებსაც მშობლები სასკოლო განათლების სისტემაში ხედავენ.

პუბლიკა

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%) - „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ერთწლიანი მედიამონიტორინგის მიგნებები აჩვენებს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირება სისტემური პრობლემაა.

პუბლიკა

კვირეული პანელური დისკუსიით „ევროკავშირი განათლებისათვის“ გაიხსნა და გაიმართა მსჯელობა საკითხზე, რა დადებითი მხარეები აქვს და რა ტიპის განვითარება მოჰყვება ევროინტეგრაციას უშუალოდ განათლების სისტემისათვის.

სალომე გორგოძე

მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნეოდა „ბრძოლის ერთადერთ გზად“ და იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო არ იმოქმედებდა დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდებოდა. უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაციები ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, „რომელსაც მიმართავენ შესაბამის დროს“.

ფასიანი განთავსება

რა აერთიანებს ე.წ. “აგენტების კანონს” 4 სხვადასხვა ქვეყანაში? 

ნათია ამირანაშვილი

65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

სალომე გორგოძე

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციები გამოაცხადა, „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური.

დავით ბუხრიკიძე

22 სექტემბერს  კინოთეატრ “ამირანში” რეჟისორ ელენე მიქაბერიძის  სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ლურჯი მოცვის“,  ეროვნული პრემიერა გაიმართება.