გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წაიყვანეს

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს წერს სადაც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წაიყვანეს.

„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება – უცნობია. მისი მდგომარეობა – უცნობია“ – წერს გვარამია.


27 დეკემბერის ღამით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გონება დაკარგა.

მომდევნო დღეს, 28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.