Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 248 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 29 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 616 589-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა
- აჭარა – 85
- იმერეთი – 362
- ქვემო ქართლი – 96
- შიდა ქართლი – 82
- გურია – 38
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163
- კახეთი – 289
- მცხეთა-მთიანეთი – 50
- სამცხე-ჯავახეთი – 32
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 455, აჭარაში – 355, იმერეთში – 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 106, იმერეთში – 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 19, იმერეთში – 24.