1 826 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი | კორონავირუსის 2 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 248 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 826  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 29 ადამიანი. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  616 589-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1  826 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა
  • აჭარა – 85
  • იმერეთი – 362
  • ქვემო ქართლი – 96
  • შიდა ქართლი – 82
  • გურია – 38
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163
  • კახეთი – 289
  • მცხეთა-მთიანეთი – 50
  • სამცხე-ჯავახეთი – 32
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 455, აჭარაში – 355, იმერეთში – 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 106, იმერეთში – 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი,  მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 19, იმერეთში – 24.