საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება.
„რესტორნებს, რომელთაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეეძლებათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე (23:00 საათამდე), და ისინი შეძლებენ, რომ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მისი განმარტებით, ყველა რესტორანი ვალდებულია, რომ 1 დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ „მწვანე სტატუსის” მქონე მომხმარებელი.