1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზრუდვა მოიხსნება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება.

„რესტორნებს, რომელთაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეეძლებათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე (23:00 საათამდე), და ისინი შეძლებენ, რომ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – განაცხადა  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისი განმარტებით, ყველა რესტორანი ვალდებულია, რომ 1 დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ „მწვანე სტატუსის” მქონე მომხმარებელი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile