„1 ოქტომბერი ადვილად არ დამავიწყდება ნამდვილად“ | სანდრა რულოვსი სააკაშვილის შესახებ

პუბლიკა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„2021 წლის 1 ოქტომბერი ადვილად არ დამავიწყდება ნამდვილად. დღე დაიწყო ნიკოლოზის  შემოსვლით ჩემს ოთახში და მაჩვენა მიშას ფეისბუქზე გამოქვეყნებული ის ტექსტი. რა თქმა უნდა, გახრებულები ვიყავით ყველანი. საზეიმო განწყობაც კი იყო, მითუმეტეს, როცა ბათუმში მისი ყოფნის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა და დავრწმუნდით რომ ის აქ არის. ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან რომ აპირებდა არა მხოლოდ ჩვენ მთელმა საზოგადოებამ იცოდა.

მთელი დღის განმავლობაში ვღელავდით, პირველ რიგში რა თქმა უნდა, რადგან ვიცოდით რომ აპირედნენ დაჭერას, ეძებდნენ აშკარად. ვღელავდით, რომ რა იქნება, როგორ იქნება, სად არის.

საღამოს საუბარი იყოს იმაზე დაჭერილი ჰყავთ თუ არა, არ იცოდნენ სად იყო, ამბობდნენ რომ დაჭერილია, მაგრამ არ აჩვენებდნენ. მაგრამ იმ დროს როცა დადასტურდა რომ აყვანილია და ჩვენ ვნახეთ მომღიმარი მიშა შევიდა რუსთავში [საპატიმროში], მაშინ ზუსტად გავრცელდა სხვა ვიდეოც და ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან ისევ, ვიყავი დერეფანში და მაჩვენა თავისი მობილური. ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს. ეს იყო შოკი, რა თქმა უნდა, ნიკოლოზისთვის, ჩემთვის.  სამი წუთი გრძელდებოდა, სამივე ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვისმინეთ მაგრამ მაინც არ მჯეროდა რაღაცნაირად. ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას ეძახიან. დაცვითი მექნიზმია, რომ ვერ უყურებ თვალებში რეალობას, არ გინდა აღიარო, იმიტომ რომ ეს არის დარტყმა.

პირველი ფრაზა ეს იყო – არ არსებობს, ალბათ არ არის ეს ნამდვილი, სხვებიც ამას ფიქრობდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წასულს, მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწევდა რაღაცნაირად ამის აღიარება, რომ რაღაცეები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. თან მიუღებელი იყო ფორმა… მთელი ქვეყნის წინაშე.. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და უდროოც იყო ნამდვილად. ყველა იყო გადართული მის დაკავებაზე, გამბედაობაზე და უცებ პირად საკითხზე ვიდეო. რა ამის დრო იყო, ” – ამბობს სანდრა რულოვსი.

ის ასევე ჰყვება, რომ მისთვის ძლაიან რთული იყო ახალი ამბების ყურება ამის შემდეგ.

„ათი დღე ჰოლანდიაში ვიყავი მამასთან, ედუარდიც იქ იყო მაგრამ ძირითადად აქ ვარ, ეს არის ჩემი სახლი, ჩემი გარემო. ყველაზე შინაურულად ვგრძნობ თავს, “- ამბობს ის.