1 საათში 20 000 ლარი შეგროვდა | „სირცხვილია“ მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოზე

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“  წერს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხის შესაგროვებლად ანგარიშზე უკვე 20 000 ლარია. მოძრაობა აპირებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების გირაო შეაგროვოს. ამის შესახებ ინფორმაცია და ანგარიშის ნომრები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს Facebook გვერდზე.

„შესაგროვებელი დაგვრჩა კიდევ 20 000 ლარი“, “- წერს „სირცხვილია“.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.