100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ომში ჩართვა - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსული დეზინფორმაციაა თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ომში ჩართვა.

„ის განცხადებები რაც ისმის, რომ თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე.

ამერიკას ყველაზე მეტად სურს შეჩერდეს ეს ომი და ყველაფერს აკეთებდა საომარი მოქმედებების დაწყებამდე რომ ეს ყოფილიყო თავიდან აცილებული. ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ევროკავშირი და ნატო არის ორგანიზაციები რომელიც უზრუველყოფენ უსაფრთხოებაა, წარმატებას და მშვიდობას. სწორედ ეს გვინდა ჩვენ ქვეყნებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ახლა არ არის დაპირისპირების დრო და ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების ირგვლივ, ასევე, სტაბილურობისა და უკეთესი მომავლისთვის.