ახტირკაში რუსულ დაბომბვას დაახლოებით 70 ჯარისკაცი ემსხვერპლა

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ ახტირკაში რუსი სამხედროების მიერ სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

„ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, – ამბობს ჟივიცკი.

მისივე თქმით, დიდი დანაკარგი განიცადა რუსეთის ჯარმა. როგორც ჟივიცკი წერს, „მათ გვამებს აგროვებენ და წითელ ჯვარს სამშობლოში გაატანენ“.