11 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო დიდი მანიფესტაცია გავმართოთ – ცუცქირიძე

პუბლიკა

11 მაისს,  თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო  მანიფესტაცია დაანონსდა. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

„მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, ჩვენთან ერთად მოვიყვანოთ”, – თქვა მან.

უკვე მეორე კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დაშლის მიზნით პრეცრაზმმა გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი. გუშინ ჰოსპიტალიზება დასჭირდა 15 ადამიანს. საპროეტსქტო აქციები იმართება ქვეყნის დიდ ქალაქებშიც. მოქალაქეები რეგიონებიდან შეუერთდნენ დღევანდელ აქციას თბილისში, რომელიც პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით მარშით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა.