,,112 შეფერხებით მუშაობს" - ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

პუბლიკა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შედის ზარები.

უწყება მიმართავს მოქალაქეებს, თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ რეკავთ, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

მათი თქმით, სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.