12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

პუბლიკა

12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა, – ინფორმაციას ჯაბა ბოჯგუას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჯაბა ბოჯგუა 12 წლის წინ, 2008 წელს დააპატიმრეს. მას გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა, შემდეგ კი კომაში ჩავარდა. მას შემდეგ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.