სავალდებულო სამხედრო სამსახური უნიკალური გამოცდილებაა, რომლის შანსიც ადამიანს ერთხელ ეძლევა - ბრეგაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

მან თავისი გამოსვლის დროს სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო სამხედრო სამსახურის თემასაც.

მისი თქმით, გახსნილია იუსტიციის სახლებში რეკრუტირების ცენტრები და ვინც დაინტერესებულია მარტივად შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას და ჩაეწეროს თავდაცვის ძალების რიგებში.

„ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას აძლევს, უნდა მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური ქვეყნის წინაშე. იმიტომ, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური გამოცდილება, რომლის შანსიც ადამიანს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში. ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით  მუშაობს და კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს მოსახლეობაში ჯარის პოპულარიზაციის კუთხით”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.