„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება – მთავრობა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდეს.

„მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება.

თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავაც შეძლებენ ამ სისტემით სარგებლობას“, – განაცხადა ღიბრაძემ.

„მწვანე პასპორტი“ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქმედებდა.