„სიურპრიზი იყო ჩემთვისაც“ - ჩხეიძე გათავისუფლებაზე

პუბლიკა

კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე, რომლის გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, „პუბლიკასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ჯერ არ გასცნობია კულტურის სამინისტროს განცხადებას და არც იმ დასკვნის შესახებ იცის, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„მე არ წამიკითხავს სამინისტროს განცხადება. სიურპრიზი იყო ჩემთვის. აუდიტის საბოლოო დასკვნა თვალით არ მინახავს. ამიტომ ეგეც სიურპრიზია. დღეს მოვიდნენ ერთი საათის წინ გაფრთხილებაზე მომაწერინეს ხელი, რომ მათავისუფლებდნენ. [აუდიტის] დასკვნა არ გამოუგზავნიათ ელექტრონულ ფოსტაში, ჩვენთან დასკვნა არ არის“, – უთხრა ჩხეიძემ „პუბლიკას“.

ჩხეიძის თქმით, გაეცნობა განცხადებას და ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გათავისუფლების საფუძველი შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა. განცხადების მიხედვით, გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა  შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა.

LB loan image desktop LB loan image mobile