ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის 5-მა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ენმ-ის წევრი ანა წითლიძე ავრცელებს.
მათი ერთადერთი მოთხოვნაა, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
შიმშილობას იწყებენ დეპუტატები:
მაია კალანდია
ირაკლი სორდია
ხათუნა შამუგია
დარიკო არქანია
მალხაზ ჯალაღონია (ექიმი)
დღეს შიმშილობა დაიწყეს რუსთავის საკრებულოს წევრებმაც.