14-16 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის კლება მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.