6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრას მალევე მოჰყვა მომყოლების (აფთერშოკების) გუნდი იგივე ეპიცენტრით. მათ შორის, ყველაზე ძლიერები 4.1 და 4.5 მაგნიტუდების იყო, – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
სეისმოლოგი მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილის ფოტოსაც აქვეყნებს. „ჯავახეთის ქედის დასავლეთი, ესაა ეპიცენტრის ადგილი“, – წერს ლაშა სუხიშვილი.
მიწისძვრის ბიძგები 22:25 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა.