მიწისძვრის ეპიცენტრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ნგრევა არ ყოფილა - დმანისის მერი

პუბლიკა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა. მისივე დაზუსტებით, შესაბამისად, არ არის მსხვერპლიც.

„კავშირზე ვართ ყველა სოფლის რწმუნებულთან. ყველა თემში გვაქვს ინფორმაცია და ამ ეტაპზე, რამე სერიოზულ ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.  კავშირზე ვართ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც“, – აღნიშნა მურადაშვილმა.


საქართველოში სოფელ სამებასთან, თბილისის დროით 22:25 საათზე 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.