კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო თსუ-ში სწავლა 16 მარტამდე შეწყვეტილია. გაგრძელდება თუ არა სწავლა 16 მარტის შემდეგ, ამ კითხვით თსუ-ის ადმინისტრაციას მივმართეთ.
უნივერსიტეტში განგვიცხადეს,რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ელოდებიან უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს, რომლებიც დამოკიდებული იქნება კვირის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ვენ ველოდებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან დამატებით რეკომენდაციებს, რომლებიც დამოკიდებული იქნება კვირის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, წინასწარ განსაზღვრულ აკადემიურ კალენდარს მივყვეთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე. კერძოდ, სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალები, პრეზენტაციები, ვიდეოჩანაწერები იტვირთება ელექტრონულ მატარებლებზე და ხდება მათი ტესტირება. ამასთან, სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მივაწვდით ინსტრუქციებს, მათ შორის, ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ მათ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ“, – ნათქვამია თსუ-ის წერილში.