17 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. ამის შსახებ გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ სატელეფონი ჩართვისასა განაცხადა.

მისი განმარტებით, 17 ახალი შემთხვევიდან 11 უკავშირდება ლენჯერის კლასტერს, ერთი არის ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 5 – იმპორტირებული შემთხვევაა, სადაც 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„საგანგაშო და საპანიკო არაფერი არ არის, სიტუაცია მართვადია, ყველას იდენტიფიცირება ხდება ადრეულ ეტაპზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1411
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1132
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41