17 იანვარი | 32 გარდაცვლილი და 3 656 ახალი ინფიცირებული

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 3 656 შემთხვევა, გარდაიცვალა 32, გამოჯანმრთელდა 3 066 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  999 343-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.

16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი 2 530 შემთხვევა, აჭარა – 330, იმერეთი – 213, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 98, გურია – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.