საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა – 17 მაჟორიტარულ ოლქში. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.
არჩევნების მეორე ტურში 20 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 26.29 %-ია. საარჩევნო უბნებზე, ქვეყნის მასშტაბით, 562 664 ამომრჩეველი მივიდა.
მეორე ტურის წინასწარი შედეგები 17 მაჟორიტარულ ოლქში უკვე ცნობილია. დათვლილია ხმების 100%.
გამარჯვებული კანდიდატების სია:
მთაწმინდა – თბილისის პირველი საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – ბექა ოდიშარია
ვაკე – თბილისის მე-2 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – ნოდარ ტურძელაძე
საბურთალო – თბილისის მე-3 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – დავით სერგეენკო
ისანი – თბილისის მე-4 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – კახა კახიშვილი
სამგორი – თბილისის მე-5 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – სოზარ სუბარი
დიდუბე-ჩუღურეთი – თბილისის მე-6 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – გია ვოლსკი
ნაძალადევი – თბილისის მე-7 საარჩევნო ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – მიხეილ ყაველაშვილი
გლდანი – თბილისის მე-8 მაჟორიტარულ ოლქი.
- „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი
მე-10 მაჟორიტარულ ოლქი [თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება” – ირაკლი ქადაგიშვილი
მე-11 ოლქი[მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – შალვა კერესელიძე
მე-12 ოლქი[რუსთავის მუნიციპალიტეტში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – ნინო ლაცაბიძე
მე-16 საარჩევნო ოლქი [ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – ზაალ დუგლაძე
21-ე საარჩევნო ოლქი დათვლილია უბნების 100% [ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – ბეჟან წაქაძე
23-ე საარჩევნო ოლქი [ქუთაისის მუნიციპალიტეტში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – ზაზა ლომინაძე
27-ე საარჩვნო ოლქი [ზუგდიდის მუნიციპალიტეტი]
• „ქართული ოცნება“ ირაკლი ჩიქოვანი
28-ე საარჩევნო ოლქი [ბათუმის მუნიციპალიტეტში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – რესან კონცელიძე
30-ე საარჩევნო ოლქი [ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში] ხმები ასე განაწილდა:
• „ქართული ოცნება“ – ანზორ ბოლქვაძე
საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა – 17 მაჟორიტარულ ოლქში. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.
ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ პირველი ტურის შედეგებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელახალი არჩევნები და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა – ამ მოთხოვნით, 31 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ოპოზიციის ორგანიზებით არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. „ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებზე უარს აბობს და ოპოზიციას მოუწოდებს, აღიაროს არჩევნების შედეგები.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ოპოზიცია ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფასილიტატორების მონაწილეობით შეხვედრების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მესამე რაუნდი. ფასილიტატორი ელჩები ორივე მხარეს კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.