17 წლის ასაკის ჩათვლით არასრულწლოვნები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, სახელმწიფო არასრულწლოვნებს, 17 წლის ასაკის ჩათვლით, დაეხმარება.

„ეს იქნება კრიზისის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების წინ.

საქართველოს მოქალაქე 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვი 200 ლარის ოდენობით მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას ერთჯერადად. ეს დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.